გარდენ ჰოლი


მისამართი - აღმაშენებლის გამზ. 73
 
XIX საუკუნის II ნახევარში, გერმანელთა სოფლის ტერიტორიაზე, მიხეილის პროსპექტის გარწვრივ არსებული ბაღი ფანტაზია, ახლანდელი "ილიას ბაღი”.
აღმაშენებლის 73-ში მდებარე ისტორიული ბაღი მოწყობილია მწვანე გაზონებითა და საფეხმავლო ბილიკებით.

აქვე მდებარეობს უნიკალური, რესტავრირებული, მულტიფუნქციური დარბაზი "Garden Hall"

ვარდების ბაღში განთავსებული ღია კინოთეატრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მაგიდის ტენისი და ეკო-კაფე საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ დაძაბული სამუშაო დღის შემდგომ.
 
ილიას ბაღში უნიკალური, რესტავრირებული, მულტიფუნქციური დარბაზი "გარდენ ჰოლი" მდებარეობს.
ბაღის რეაბილიტაციასთან ერთად, მის ტერიტორიაზე არსებულ შენობასაც დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ერთ-ერთი მათგანი როტონდას ტიპის ნაგებობაა, რომელიც სავარაუდოდ თეატრი იყო. მისი მშენებლობა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. სავარაუდოდ თავიდან ღია კინოთეატრი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მოხდა ადმინისტრაციულიშენობის დამატება და კომპლექსი 1926 წელს დასრულდა.