მისამართი - სიონის ქ. 7, ძველი თბილისი
"ივენთ ჰოლი ქარვასლა” რომელიც თბილელის ქარვასლის პირველ სართულზე მდებარეობს მულტიფუნქციური დარბაზია.
რესტავრირებული საღონისძიებო სივრცე გთავაზობთ უნიკალურ გარემოს საზეიმო განწყობის შესაქმნელად. თბილელის ქარვასლა ქალაქის ისტორიული ცენტრის განუყოფელი ნაწილია. იგი თბილისის ტურისტული მარშრუტის ძირითად არტერიაზეა განლაგებული. შენობის ნაწილი უკავია თბილისის ისტორიის მუზეუმს, რაც მეტ ხიბლს და პრესტიჟს მატებს ამ ნაგებობას.
შენობა, რომელიც სიონის ქუჩის 8 ნომერში მდებარებოს, ქართლის მეფე როსტომმა XVII საუკუნის დასაწყისში ააგო, თბილელმა მიტროპოლიტმა დომენტი III - მ აღადგინა, რის გამოც მეფის ქარვასლას ახალი სახელი-თბილელისა შეერქვა. იგი აერთიანებს როგორც ფეოდალური ხანის, ასევე ახალი დროის, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურულ ფორმებს.
ეს თბილისის ერთადერთი ძეგლია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი შენობის ფარგლებში თვალი გავადევნოთ თბილისის სამშენებლო ხელოვნებასა თუ ტრადიციებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.