მისამართი - კოტე აფხაზის ქ. (ყოფილი ლესელიძის ქ.) 44, ძველი თბილისი
ძველ თბილისში, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე "მეიდან ჯგუფის" კიდევ ერთი ბიზნეს ცენტრი "მეიდან პალასი" მდებარეობს.
ბიზნეს ცენტრი ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებული სამი კორპუსისგან შედგება და თანამედროვე კომპლექსს წარმოადგენს.
ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე ცნობილი კაფე-ბარები და რესტორნებია განთავსებული.
მეორე და მესამე სართულზე განთავსებული ოფისები მეიდანს, ჟან შარდენის ქუჩას, რკინის რიგს და მეტეხის ტაძარს გადმოჰყურებს.
თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილი, ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელსაყრელი მისამართია.