სასტუმრო ძველი მეიდანი ძველი თბილისის ცენტრში მდებარეობს, ნარიყალას ციხის ძირში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე (იგივე მეიდანი), შარდენისა და კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩებიდან 2 წუთის სავალზე.
სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 31 კომფორტული ოთახია, მათ შორის სტანდარტული ერთადგილიანი და ორადგილიანი ოთახები, ნახევრად ლუქსები და ლუქსები და ოთახი შშმ პირებისათვის.
თქვენ განთავსდებით ოთახში ძველი თბილისური აივნით, საიდანაც იშლება თვალისმომჭრელი ხედები მტკვარზე, ნარიყალას ციხეზე, უძველეს ტაძრებსა, ფერად ძველებურ სახლებსა და კაფეებითა და ბარებით დახუნძლულ ქუჩებზე. ქართული და სომხური ტაძრებით, ებრაული სინაგოგებით, ზოროასტრული სალოცავით და მუსულმანური მეჩეთით გარემოცული, თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ როგორ თანაარსებობს მშვიდობითა და სიყვარულით ერთმანეთის გვერდზე სხვადასხვა რელიგიები, პატარა, მაგრამ მზით და სტუმართმოყვარეობით გამთბარ, ულამაზეს ქალაქ თბილისში.
შესანიშნავი მომსახურება და მეგობრული მასპინძლები თქვენს დასვენებას გაალამაზებს.
გვესტუმრეთ და შეიგრძენით ძველი თბილისის და კალაუბნის კოლორიტი