თეკლას სასახლე


 

ზემო უბანი, შუასაუკუნეების თბილისის ბირთვის — კალას ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და თანამედროვე თბილისის არქიტექტურულ სიმდიდეს წარმოადგენს. სხვადასხვა კონფესიათა საკულტო შენობები, უძველესი აბანოები, ქარვასლები... ეს ის ადგილია, რომელიც ოდითგანვე თბილისის უმთავრეს სავაჭრო და საზოგადოებრივ მაგისტრალად იქცა. 

სასტუმროს შენობა, ზემო უბნის ერთ-ერთ უნიკალური ისტორიული ძეგლი, თეკლე ბატონიშვილის სასახლეა. შენობა საინტერესო ნაგებობაა მხატვრულ –არქიტექტურული თვალსაზრისითაც: მომრგვალებული ფორმის შენობას გარს ხის ორნამენტებით გაწყობილი თბილისური აივანი აკრავს, რომლის ერთი მხარე საპატრიარქოს ბაღს გადაჰყურებს, ხოლო მეორე - ამავე ბაღში მდებარე კარის წმინდა გიორგის ეკლესიას... სასახლე რესტავრირებულია და ძველი იერსახითაა აღდგენილი.