სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი


სიღნაღი 
 
ადგილი სადაც ერთ დროს სამეფო სამოსახლო იყო, ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალზე გადის.
სიღნაღის ეთნო-პარკიდან იშლება ულამაზესი ხედი ქალაქის ისტორილ ცენტრსა და ალაზნის ველზე. მწვანე საფარით დაფარული ულამაზესი ტერიტორიიდან კარგად მოსჩანს კავკასიონის ქედი და ძველი სიღნაღის გალავანი.

 
ღვინის მარანი
 
ქართული ტრადიციული დარბაზი ბუხრითა და ხალხური სიმღერებით საშუალებას მოგცემთ ჩვეულებრივი საღამოები დაუვიწყარი გახადოთ.
ღვინის მუზეუმი სადეგუსტაცო დარბაზებით, საუკეთესო და იშვიათი ქართული ღვინოების ადგილსამყოფელია. აქ დაჭაშნიკებასთან ერთად დაათვალიერებთ ქართული ვაზის ჯიშების უნიკალურ ხეივანს.
 
 
სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი 

სათავადო დარბაზები და ვერანდა საშუალებას იძლევა ერთ დროულად უმასპინძლოს სტუმარს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული კახური კერძები.
საპარკო, რეკრეაციული ზონა კეთილმოწყობილია სკამებით, საფეხმავლო ბილიკებითა და ფანჩატურებით.
აქ გეძლევათ საშუალება დაუვიწყარი დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.